ახალი ამბები

სასამართლომ არ გააუქმა გადაწყვეტილება აჭარაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ

თბილისის საოლქო სასამართლომ 8 აპრილს არ დააკმაყოფილა საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი აჭარის ორ ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ)  გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.


ცსკ-მ 2 აპრილს ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგები გააუქმა. ეს ის ოლქებია, სადაც „აღორძინების კავშირმა“ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა. ცსკ-ს თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, არჩევნების შედეგები 28 მარტს დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო გაუქმდა. განმეორებითი არჩევნები 18 მარტს ჩატარდება.


თუმცა, საია-ს წარმომადგენელთა განცხადებით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცსკ-ს არ აქვს უფლება გააუქმოს საარჩევნო ოლქის შედეგები. საარჩევნო კოდექსით, მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ოლქის შედეგების გაუქმების თაობაზე.


„ეს აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება იყო და ჩვენ უზენაეს სასამართლოს მივმართავთ“, – განუცხადა საია-ს წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს სასამართლო მოსმენის შემდეგ.  

მსგავსი/Related

Back to top button