ახალი ამბები

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 400 მილიონი ლარით გაიზრდება

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 5 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2004 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 400 მილიონი ლარით გაიზრდება.


„2004 წელს უფრო მეტი შემოსავლების მობილიზებას ვგეგმავთ, მას შემდეგ რაც საგადასახადო სისტემაში რეფორმები განხორციელდება. ამიტომ გადავწყვიტეთ ხარჯვითი ნაწილის გაზრდა“, – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ მთავრობის წევრებს.


მისი თქმით, 2004 წლის ბიუჯეტის პროექტი მალე მზად იქნება და წარედგინა პარლამენტს განსახილველად.


საქართველომ გასულ წელს ვერ შეძლო 2004 წლის ბიუჯეტის მიღება მთავრობის შეცვლის გამო.


გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2004 წლის სამი თვის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.


მისი თქმით, ეს გადასახადების უკეთესმა მობილიზაციამ გამოიწვია, თუმცა დასძინა, რომ პრობლემები კვლავ არსებობს აჭარიდან თანხების გადმორიცხვასთან დაკავშირებით.  

მსგავსი/Related

Back to top button