ახალი ამბები

ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი გაანთავისუფლეს

ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი მერაბ ადეიშვილი წინასწარი პატიმრობიდან 3 აპრილს გაანთავისუფლეს მას შემდეგ რაც მან 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.


ეს ის თანხაა რომელიც მან მინისტრად ყოფნის დროს სავარაუდოდ მიიტაცა.


ადეიშვილი თებერვალში დააკავეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


გენერალური პროკურატურის მტკიცებით ადეიშვილის საქმის გამოძიება გრძელდება, ხოლო თავად ადეიშვილის ადვოკატი იმედოვნებს, რომ ყოფილი მინისტრის უდანაშაულობა დამტკიცდება და გადახდილი თანხა კვლავ ადეიშვილს დაუბრუნდება.

მსგავსი/Related

Back to top button