ახალი ამბები

რუსეთი იმედოვნებს, რომ ბაზების გაყვანის საკითხის მოგვარება სულ მალე დაიწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხში სულ მალე გარკვეული პროგრესი იქნება. 


ბრიუსელში 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საკითხის მოგვარება საქართველოს ძველი ხელისუფლების პოზიციამ შეაფერხა.


„ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე უკვე შეიმჩნევა გარკვეული მოძრაობა ამ მიმართულებით. ვფიქრობ, თქვენ მალე გახდებით მოწმე გარკვეული წინსვლისა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მანამ არ გაიყვანს ბაზებს საქართველოდან, სანამ მათთვის რუსეთში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ შეიქმნება.  

მსგავსი/Related

Back to top button