ახალი ამბები

ქართველი სამხედროები სწავლების კურსს რუსეთში გაივლიან

ქართველი ოფიცრები სამხედრო მომზადებას რუსეთში გაივლიან. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


“ქართველი სამხედრო კადრების რუსეთში მომზადების შესახებ შეთანხმებას რუსეთში ვიზიტის დროს მივაღწიეთ. უკვე მზად არიან ოფიცრები, რომლებიც გაემგზავრებიან რუსეთში და მოკლევადიან მომზადებას გაივლიან შეღავათიან პირობებში”, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამხედრო ტექნიკურ თანამშრომლობის საკითხებზე. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფაზე.


რაც შეეხება საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების საკითხს, გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე განხილვის საგანია.


“ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოში დისლოცირებული რუსული ბაზები არ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში. მათი გაყვანის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას”, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მოსკოვში 30 მარტსს ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც იგი თავის რუს კოლეგას შეხვდა.    

მსგავსი/Related

Back to top button