ახალი ამბები

დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეცხრე არხი” იხურება

5 აპრილს მაუწყებლობას წყვეტს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეცხრე არხი”. ამის შესახებ ინფორმაცია არხის თანამშრომლებმა 1 აპრილს ხელმძღვანელობისგან გაიგეს. „მეცხრე არხის“ დახურვის რეალური მიზეზი არ სახელდება და მხოლოდ აცხადებენ, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია გაურკვეველი ვადით.


„მეცხრე არხის“ მფლობელი ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც თავის საქმიანობას რუსეთში ახორციელებს. დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ პირველად ეთერში ხუთი წლის წინ გავიდა. იგი სამასამდე თანამშრომელს აერთიანებდა.     

მსგავსი/Related

Back to top button