ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა ბათუმში 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური გაათავისუფლა

თავდაცვის მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე, ორი დღის წინ თანამდებობიდან გათავისუფლდა ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური რომან დუმბაძე.


გავრცელებული ინფორმაციით, რომან დუმბაძის გათავისუფლება თავდაცვის სამინისტროს დაუმორჩილებლობის მოტივით მოხდა. რომან დუმბაძის გათავისუფლების რეალურ მიზეზებს თავდაცვის სამინისტროში არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ ეს მინისტრის გადაწყვეტილება იყო. რომან დუმბაძეს ეს თანამდებობა 12 წლის განმავლობაში ეკავა.  

მსგავსი/Related

Back to top button