ახალი ამბები

ასლან აბაშიძე ბათუმში ზურაბ ჟვანიას ჩასვლის საჭიროებას ვერ ხედავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე რეგიონში პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დანარჩენი წევრების ჩასვლის და არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ აჭარაში არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.


“ზურაბ ჟვანია აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნების გამყალბებელი იყო და მისი აჭარაში ჩამოსვლა და სამართლიანი არჩევნების გაკონტროლება გასაკვირია. აჭარაში არჩევნები სამართლიანად ჩატარდება”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 27 მარტს.


ზურაბ ჟვანია ბათუმში პრეზიდენტის დავალებით მიემგზავრება. მისი განცხადებით, უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ასლან აბაშიძესთან. “ასლან აბაშიძე მზად არის ჩვენთან შესახვედრად. ჩვენ ვივლით საარჩვენო უბნებზე და ადგილზე დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს. თბილისში კი მას შემდეგ დავბრუნდებით, როცა დასრულდება ხმის მიცემის პროცესი”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 27 მარტს.

მსგავსი/Related

Back to top button