ახალი ამბები

საქართველოში არჩევნები დაიწყო

28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც.


11 პარტია და 5 ბლოკი 150 საპარლამენტო მანდატისთვის იბრძოლებენ, რადგან 235 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 75 მანდატი უკვე დაკავებულია მაჟორიტარი დეპუტატების მიერ.


როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ არჩევნებში.


450 საერთაშორისო დამკვირვიბელეთან ერთად, რომლებიც ეუთოსა და ევროპის საბჭოს ეგიდით მოქმედებენ, არჩევნებს დაახლოებით 8,000 ადგილობრივი დამკვირვებელიც გაუწევს მონიტორინგს.


მათი განსაკუთრებული ყურადღება აჭარისკენ არის მიმართული.


დღეს აჭარიში, პრეზიდენტის დავალებით, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაც იმყოფება, რათა ადგილზე გაუწიოს მონიტორინგი იქ არსებულ ვითარებას.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გვიან 27 მარტს განაცხადა, რომ აჭარიდან „შემაშფოთებელი ცნობები მოდის.“


მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.

მსგავსი/Related

Back to top button