ახალი ამბები

უშიშროების სამინისტრო არჩევნების დღეს პროვოკაციებს არ გამორიცხავს

უშიშროების მინისტრის მოადგილე გიორგი უგულავა 28 მარტს საპარლამენტო არჩევნებზე რამდენიმე რეგიონში პროვოკაციის მოწყობის მცდელობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ამის ყველაზე დიდი საშიშროება ქვემო ქართლში, აჭარასა და თბილისში არსებობს.


“უშიშროების სამინისტრო ფლობს ინფორმაციას, რომ გარკვეულ უბნებზე პროვოკაციების მოწყობა იგეგმება, ამის გამო სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად იქნება მობილიზებული”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი უგულავამ.


მისი თქმით, არჩევნების დღეს დაცული იქნება ყველა სტრატეგიული ობიექტი.

მსგავსი/Related

Back to top button