ახალი ამბები

ჟვანია არჩევნების ყველა რეგიონში თანაბარ პირობებში ჩატარების მომხრეა

საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და ყველა რეგიონში თანაბარ პირობებში ჩატარდეს. ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გააკეთა.


“ამ მიზნით ჩვენ აჭარაში დავესწრებით არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენი აჭარაში ჩასვლით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი იქ ყოფნა ადგილობრივ ხელისუფლებას დააფიქრებს იმის შესახებ, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ზეწოლა ამომრჩეველზე და მთავარია თავისუფალი არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ.


მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ ყველა პარტიისთვის მშვიდობიან პირობებში ჩაიარა და ყველა ოპონენტ პარტიას შესაძლებლობა ჰქონდა თავისუფლად შეხვედროდა საკუთარ ამომრჩეველს.


პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 28 მარტის არჩევნები მნიშვენლოვანია საქართველოში დემოკრატიული პროცესების განხორციელების მიზნით.


ზურაბ ჟვანია და მთავრობის დანარჩენი წევრები ბათუმში 28 მარტს პრეზიდენტის დავალებით ჩავლენ და პირადად გააკონტროლებენ არჩევნების მიმდინარეობას.


 

მსგავსი/Related

Back to top button