ახალი ამბები

გალში მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ზუგდიდში ექნებათ

გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ზუგდიდში საარჩევნო უბნებზე ექნებათ. ამის შესახებ განცხადება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.


“გალში მცხოვრებ ქართველებს საშუალება ექნებათ ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მათ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გარკვეულ ბარიერებს უქმნის. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მაინც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას არჩევნებში”, – განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა.  


 

მსგავსი/Related

Back to top button