ახალი ამბები

ოპოზიცია არჩევნების გაყალბების მოლოდინში

საქართველოს პრეზიდენტის მიხიელ სააკაშვილის განაცხადებას, იმის შესახებ, რომ მას
არ სურს პარლამენტში მკვეთრად განსხვავებული ოპოზიცია ჰყავდეს, ხელისუფლების
ოპონენტი პარტიების მხრიდან ხელისუფლების არჩევნების გაყალბების მცდელობაში
დადანაშაულება მოჰყვა. თუმცა ისინი თავად აღიარებენ, რომ ოპოზიციური პარტიების
რეიტინგი მკვეთრად ჩამოუვარდება მმართველი პოლიტიკური ძალის
პოპულარულობას.

საპარლამენტო არჩევნების ორი დღით ადრე არჩევნების
გაყალბებაზე განცხადებებს აკეთებენ “სოციალისტური”, “ლეიბორისტული” პარტიები,
საარჩევნო ბლოკები “ედპ-ტრადიციონალისტები” და “მემარჯვენე
ოპოზიცია” აცხადებენ.

“მე არ მჭირდება ზურგს უკან მტერი და
მკვეთრად განსხვავებული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის გარკვეული
ნაწილი უკვე არსებობს მაჟორიტარული წესით არჩეული კანდიდატების უმეტესობა ჩვენ
ოპოზიციად ითველება,” – განაცხადა 24 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ
სააკაშვილმა.

“სამწუხაროა როდესაც თავად ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ
არ სურს განსხავავებული პოზიციის მქონე ძალა ჰყავდეს პარლამეტში” – განაცხადა
“მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლების” წევრმა დავით საგანელიძემ.


ოპოზიცია პრეზიდენტის ამგვარ განცხადებას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების
მცდელობად აფასებს და აცხადეს, რომ ასეთი დამოკიდებულება ქვეყანას სასიკეთოს
არაფერს მოუტანს. “სოციალისტური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის
განცხადებით, მათ გააჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითოეულ ქალაქის
ადმინისტრაციას დავალებული აქვთ არჩევნების დღეს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ
70% შეაგროვოს.


“სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგად დგინდება, რომ სახელისუფლებო პარტია
თბილისში 35%, ხოლო 50%-ს სოფლებსა და დაბაში აიღებს, ამის მიუხედავად ბრძანება
უკვე გაცემულია, რომ საქალაქო ადმინისტრციებიდან ხმათა 70%-ის შეგროვება უნდა
მოხდეს, რაც იმის მოასწავებს, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს გაყალბებას, წინააღმდეგ
შემთხვევასი ამ პროცენტის მიღწევა შეუძლებელი” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან”
საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილმა.


“ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პარლამენტში არ მოხვდეს ოპოზიციური ძალა და
ეს თავად პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, დასკვნების გაკეთება აქედანაც შეიძლება” –
აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ჯონდი ბაღათურია.


ოპოზიციური პარტიების ამ განცხადებების გარდა, პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის
წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას მკვეთრი რეაქცია არ მოჰყოლია. ოპოზიციის
წარმომადგენელბი მათ უმოქლედობას იმით ხსნიან, რომ პროტეტის რაიმე ფორმით
გამოხატვას აზრი არ ააქვს.


“არჩევნებამდე ორი დღეა დარჩენილი და ამ მოკლე პარიოდში ჩვენ ვერფაერს ვერ
გავაკეთებთ, ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ. ყველაფერი ისე იქნება როგოც ხელისუფლებას
სურს. Eესე იყო ასე და იქნება” – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.


არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციისგან განსხავაებული მოსაზრება
გააჩნია ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომლის
თქმით, თუ ვინმეს ახლა სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს ეს ხელისუფლებაა.
წინასწარ კი გაყალბების შესახებ განცხადებების გაკეთება ზურაბ ჭიაბერაშვის
არამართებულად მიაჩნია.


“დღეს, როცა არჩევნები არ ჩატარებულა განცხადება, რომ არჩევნები აუცილებლად
გაყალბდება, არჩევნების საბოტაჟს, მისი რეპუტაციის დაცემას და ამომრჩევლისთვის იმის
თქმის ნიშანია, რომ არჩევნების ჩატარებას აზრი არ ააქვს” – აცხადებს ზურაბ
ჭიაბერაშვილი.


ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას
იღებენ, თავიდანვე გააზრებული ჰქონდათ, რომ 10%-ზე მეტს ვერ დააგროვებდნენ.


“აბსურდულია ის, თუ რომელიმე პარტიას ჰგონია, რომ ამ არჩევნებში 10%-ზე მეტს
მოიპოვებს, ყველას ეს გააზრებული აქვს და ახლა ყველა ცდილობს 7% ბარიერი გადალახოს”
– აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.


ამას ადასტურებს  სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევის ცენტრის BCG 
მიერ ჩატარებული გამოკვლევაც, რომლის შედეგად ლიდერობას სახელისუფლებო პარტია
“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები” ინარჩუნებს.  გამოკითხულთა 73,4%
აცხადებს, რომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ბიულეტენში “ნაციონალური მოძრაობა
– დემოკრატებს” შემოხაზავს. რეიტინგის თანახმად სახელისუფლებო პარტია ერთადერთია,
რომელიც 7% ბარიერის გადალახვას შეძლებს.


ოპოზიციონერთა შორის ლიდერობას კი “დემოკრატიული აღოირძინების” კავშირი
ინარჩუნებს, არჩევნებში პარტიას გამოკითხულთა 3,6% უჭერს მხარს. 3,4% “მემარჯვენე
ოპოზიცია მერწველები – ახლებს”. 2,6% ლეიბორიტულ პარტიას. 1,9% კი ახლად შექმნილ
პარტია “თავისუფლებას”, რომლის ლიდერი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად
გამსახურდიას ვაჟი, კონსტატინე გამსახურდიაა.


ახლანდელი ოპოზიციური პარტიების რეიტინგის მკვეთრ დაცემას და საზოგადოებაში
არაპოპულარობას ექსპერტები ქვეყენაში 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს უკავშირებენ და
აცხადებენ, რომ მოსახლეობაში ყველა იმ პარტიამ დაკარგა ნდობა, რომელიც “ვარდების
რევოლუციას” გავერდით არ ედგა.


როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს,
იმისათვის, რომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბდეს და ოპოზიციური
პარტიების პროგნოზი არ გამართლდეს, აუცილებელია ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა.

მსგავსი/Related

Back to top button