ახალი ამბები

სამმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

სამმა პოლიტიკურმა პარტიამ “ერთიანმა კომუნისტრმა პარტიამ”, “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვისა” და “სამართლიანობის” პარტიებმა უარი განაცხადეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკამყოფილა მათი განცხადებები და პარტიები რეგისტრაციიდან მოხნა.


ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, იმის გამო, რომ პარტიებმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე თქვეს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია და პარტიები ისევ შეტანილი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებში.


“ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ”, რომლის თავმჯდომარე პანტელეიმონ გიორგაძეა, „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის”, რომლის სათავეში ყოფილი ხელისუფელბის წევრები ზვიად მუკბანიანი და ირაკლი გოგავა არიან  და  იგორ გიორგაძის “სამართლიანობის” პარტიებმა უარი იმ მოტივით განაცხადეს, რომ არჩევნები შესაძლოა გაყალბებით ჩატარდეს.


ამჟამად არჩევნებში მონაწილეობას 11 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი იღებს.

მსგავსი/Related

Back to top button