ახალი ამბები

ასლან აბაშიძემ და რიჩარდ მაილსმა რეგიონში არსებული პრობლემები განიხილეს

აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ბათუმში მყოფ აშშ-ის ელჩთან რიჩარდ მაილსთან შეხვედრით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მათ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.


“გარდა არჩევნებისა, ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები არსებობს, განვიხილეთ ამასთან  დაკავშირებული საკითხები”, – განაცხადა რიჩარდ მაილსთან შეხვედრის შემდეგ ასლან აბაშიძემ.


აშშ-ს ელჩის რიჩარდ მაილსის განცხადებით, მან აჭარის ლიდერისგან მოისმინა შეფასებები ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რიჩარდ მაილსი აჭარის ლიდერთან შეხვედრას სასარგებლოს უწოდებს. იგი ბათუმში დღეს დილით ჩავიდა.

მსგავსი/Related

Back to top button