ახალი ამბები

მათიას იორში: აჭარაში არჩევნების სამართლიანად ჩატარება ადგილობრივ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი მათიას იორში დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდა. საუბარი საპარლამენტო არჩევნების მომზადებას და ამომრჩეველთა სიებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება აჭარაში მიმდინარე პროცესებს დაეთმო.


მათიას იორშმა კმაყოფილება გამოთქვა აჭარაში წინასაარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რეგიონში ტექნიკური თვალსაზრისით არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერი მზად არის.


“აჭარაში არჩევნების სამართლიანად ჩატარება უკვე ადგილობრივ ხელისუფლებაზეა  დამოკიდებული და ასევე ამომრჩევლის აქტიურობაზე”, – განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მათიას იორშიმ.


ცსკ-ს თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არჩევნები მთელ საქართველოში სამართლიანად ჩატარდეს.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 40-კაციანი დელეგაცია თბილისში 25 მარტს ჩამოვიდა. ისინი არჩევნების მონიტორინგს განახორციელებენ.  დელეგაციის წევრები დღეს საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან.

მსგავსი/Related

Back to top button