ახალი ამბები

აფხაზეთში გატაცებული დავით ბაძაღუა გაათავისუფლეს

ზუგდიდის არა-სამთავრობო ორგანიზაციის უფროსი დავით ბაძაღუა, რომელიც სამი თვის წინ აფხაზეთში გაიტაცეს, დღეს დილით გაათავისუფლეს.


დავით ბაძაღუა 27 იანვარს გაიტაცეს, როდესაც იგი გალის რაიონიდან ბრუნდებოდა, მას შემდეგ, რაც მისმა ორგანიზაციამ გალში ქართველ მოსახლეობას ქართული წიგნები დაურიგა.


„მათ[აფხაზურ მხარეს] ეგონათ, რომ ქართველი ჯაშუში ვიყავი“, – განაცხადა ბაძაღუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

Back to top button