ახალი ამბები

რუსეთი მიესალმება საქართველოსთან თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.


„რუსეთი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს სამართალდამცავებმა ხევსურეთში იარაღის სამალავი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ჩეჩენ მებრძოლებს ეკუთვნოდათ. ეს ფაქტი ადასტურებს საქართველოს მზადყოფნას ითანამშრომლოს რუსეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 25 მარტს.


„რუსეთი იმედოვნებს, რომ თბილისი გააქტიურებს ბრძოლას ტერორიზმის საფრთხესთან, რომელიც პანკისის ხეობიდან მოდის“, – დასძინა მან.


საქართველოს სამართალდამცავებმა იარაღის სამალავი ხევსურეთში 23 მარტს აღმოაჩინეს.


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, იარაღი სავარაუდოდ ჩეჩენ მებრძოლებს ეკუთვნოდათ. 

მსგავსი/Related

Back to top button