ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში ჩამოვიდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 40-კაციანი დელეგაცია მათიას იორშის ხელმძღვანელობით 25 მარტს თბილისში ჩამოვიდა.


დელეგაციის წევრები 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებენ.


ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები შეხვდებიან პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და მასმედიის წარმომადგენლებს, რის შემდეგაც არჩევნების მიმდინარეობასა და ხმების დათვლის პროცესზე მონიტორინგს განახორციელებენ.   


ოთხი ორკაციანი ჯგუფი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც განახორციელებს არჩევნების მონიტორინგს.


მონიტორინგი ეუთოსთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპარლამენტთან თანამშრომლობით განხორციელდება.  

მსგავსი/Related

Back to top button