ახალი ამბები

სააკაშვილი ჟვანიას არჩევნების დღეს აჭარაში გააგზავნის

საქართველოს პრეზიდენტმა  26 მარტს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას არჩევნების დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გააგზავნის.


ცოტა ხნის წინ აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ იგი უზრუნველყოფდა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს რეგიონში. აჭარაში არჩევნებზე მონიტორინგს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები განახორციელებენ.


„მე ვაგზავნი ზურაბ ჟვანიას, რათა არჩვენების დღეს სიტუაცია გააკონტროლოს რეგიონში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან ასევე გააფრთხილა აჭარის, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენი რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლება, არ ჩაერიონ არჩევნების პროცესში.


„ჩვენ მართლაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩავატაროთ საქართველოში“, – დასძინა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button