
ახალი ამბები
სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებში გრძელდება
პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს დილით ქუთაისში გაემგზავრა მმართევლი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
სააკაშვილი უკვე ეწვია სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებს. ანალიტიკოსთა ვარაუდით, „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში.