ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: პარლამენტში უკვე არსებობს ოპოზიცია

“საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის გარკვეული ნაწილი უკვე არსებობს”, – აცხადებს    საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


“2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩეული კანდიდატების უმეტესობა ჩვენ ოპოზიციად ითვლება. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად სასამართლომ მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგები გააუქმა და მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა”, – განაცხადა 24 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტისთვის გაურკვეველია, საპარლამენტო არჩევნების შედეგად თუ რომელი ოპოზიციური პარტია მოხვდება პარლამენტში და აცხადებს, რომ ეს თავად პარტიებზე და მოსახლეობის ნდობაზეა დამოკიდებული. “პარლამენტში უნდა მოხვდეს ის, ვინც მხარს დაუჭერს დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვას”, –  განაცხადა პრეზიდენტმა.


უზენაესმა სასამართლომ პროპორციული წესით არჩევნების შედეგები 2003 წლის 25 დეკემბერს ბათილად ცნო, ხოლო მაჟორიტარული ძალაში დატოვა, რის შედეგადაც პარლმენტში უკვე არსებობს მაჟორიტარული წესით არჩეული 75 დეპუტატი. 


 

Back to top button