ახალი ამბები

აჭარის მაღალი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტები გაუქმდა

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, აჭარის მაღალი თანამდებობის პირებს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ.


ბრძანება ასევე შეეეხოთ აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს, მის ვაჟს, ბათუმის მერს გიორგი აბაშიძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს ჯემალ გოგიტიძეს. ამის შესახებ დღეს გიორგი აბაშიძემ და ჯემალ გოგიტიძემ  ტელევიზიის საშუალებით გაიგეს.


ამჟამად, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ბათუმში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის მიერ შეჩერებულია საქართველოს მოქალაქის ყველა ტიპის პასპორტის გაგრძელება-გაცემა, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ვიზების გაგრძელება და გაცემა.

Back to top button