ახალი ამბები

სააკაშვილი აბაშიძეს აჭარაში დაქირავებული შეიარაღებული დაჯგუფების შეყვანას არ ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაქირავებული შეიარაღებული დაჯგუფებების შესაძლო შეყვანის შესახებ განცხადებას აკეთებს და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს აფრთხილებს არ დაუშვას მსგავსი ფაქტები.


“ვურჩევ ასლან აბაშიძეს არც იფიქროს ამაზე. ერთი უცხოელიც, რომ შემოვიდეს, რომელიც გაილაშქრებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ყველასთვის ძალიან ტრაგიკულად დამთავრდება”, – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა.


იგი იმედოვნებს, რომ აჭარის ლიდერი შეასრულებს იმ შეთანხმებას, რასაც მხარეებმა 18 მარტს ბათუმში პირისპირ შეხვედრის დროს მიაღწიეს. “ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს პირობების შესრულება. ვიმედოვნებ, რომ არჩევნები აჭარაში ნორმალურად ჩატარდება და მოხდება უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 24 მარტს.

Back to top button