ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციით კმაყოფილია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მესტიის რაიონის სოფელ ეცერაში ჩატარებულ სპეცოპერაციას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ კრიმინალური ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება.


“ბოლო 12 წლის განმავლობაში აფრასიძეების კლანს სვანეთში კერძო არმია ჰქონდათ ჩამოყალიბებული და ატერორებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ჩადიოდნენ სხვადასახვა სახის მძიმე დანაშაულებებს. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მსგავს კრიმინალებს ადგილი აღარ იქნებათ არც ერთ რაიონში”, – განაცახადა მიხეილ სააკაშვილმა 24 მარტს.


აფრასიძეების ოჯახის დასაკავებლად სპეცოპერაცია სამართალდამცავებმა დღეს დილით განახორციელეს, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდნენ.


გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ორმხრივი სროლის შედეგად აფრასიძეების ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. დაკავებულია დაახლოებით 25 ადამიანი. შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ აფრასიძეების კრიმინალურ დაჯგუფებას კავშირი ჰქონდეს რამდენიმე წლის წინ ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ლევან კალაძის ძმის გატაცების ფაქტთან. 


 

მსგავსი/Related

Back to top button