ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 40-კაციანი დელეგაცია საქართველოში 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს.


დელეგაციაში, რომელსაც მატიას იორში უხელმძღვანელებს, ასევე შევლენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ექსპერტები და სამდივნოს წევრები.


ევროპის საბჭოს პარლამენტარები, რომელთა ვიზიტი საქართველოში 26-30 მარტს შედგება, შეხვედრებს გამართავენ პარლამენტის თავჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარესთან, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებთან.


ოთხი ორკაციანი ჯგუფი აჭარაშიც განახორციელებს არჩევნების მონიტორინგს.


საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წინასაარჩევნო ვიზიტი საქართველოში 25-28 თებერვალს შედგა.   

მსგავსი/Related

Back to top button