ახალი ამბები

საბაჟოს ყოფილი უფროსი დააკავეს

სამართალდამცავებმა 23 მარტს საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქისტაური დააკავეს. მას უფლებამოსილების გადაჭარბებაში ედება ბრალი.


ლევან ქისტაური საბაჟოს უფროსის თანამდებობაზე გასულ დეკემბერს ახალი ხელისუფლების მიერ იქნა დანიშნული, თუმცა 23 მარტს იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 23 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან ქისტაურმა ვერ შეძლო დაკისრებული ვალდებულებების შესრულება საბაჟო დეპარტამენტში კორუფციის დონისა და კონტრაბანდის მასშტაბების შემცირების კუთხით.

მსგავსი/Related

Back to top button