ახალი ამბები

რუსეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება

რუსეთის სავაჭრო და მრეწველობის პალატის პრეზიდენტი ევგენი პრიმაკოვი საქართველოში იმყოფება.


23 მარტს პრიმაკოვი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოში არსებული საინვესტიციო  კლიმატის საკითხები განიხილეს.


ევგენი პრიმაკოვი ასევე გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან სალომე ზურაბიშვილთან და თავის ქართველ კოლეგასთან ეროსი კიწმარიშვილთან.  

მსგავსი/Related

Back to top button