ახალი ამბები

პასიური საარჩევნო კამპანია პროგნოზირებადი არჩევნების წინ

საპარლამენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად არჩევნებში მონაწილე პარტიები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას თავს არიდებენ. წინა წლებში ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, არ მიმდინარეობს ისე მაშტაბურად ამორმჩევლებთან შეხვედრები, ტელევიზიის საშუალებით სარეკლამო რგოლების გაშვება და საარჩევნო პლაკეტაბის გაკვრა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში.

“ამას სამი მიზეზი შეიძლება მოეძებნოს ფინანსების სიმცირე, საზოგადოებაში არაპოპულარობა იმ პარტიებისა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, და მეორეს მხრივ ის პარტიები, რომლებიც ‘ვარდების რევოლუციას’ განუდგნენ, და ასევე დროის სიმცირე” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას იურისტმა დავით უსუფაშვილმა.

თავად ოპოზიციური პარტიები პასიურობას ნაწილობრივ მცირე სახსრებით, ნაწილობრივ კი არჩევნებით და პოლიტიკური სპექტრით საზოგადოების გადაღლას ასახელებენ.

“პასიურობა ძირითადად იმითაც არის განპირობებული, რომ ამომრჩეველი დაიღალა. სამმა არჩევნებმა ხუთი თვის გამნამვლობაში მოსახლეობა ინერტულად განაწყო, პოლიტიკური სპექტრი კი გადაღლილია. თავად ამომრჩეველი გაურკვევლ სიტუაციაშია” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საარჩევნო ბლოკი “ედპ-ტრადიციონალისტების” წევრმა, ედპ-ს წარმოამდგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა.


თუმცა გაურკვეველ მდგომარეობაში უფრო ოპოზიციური პარტიები ჩანან, ვიდრე ამომრჩეველი. ისინი ხომ გადარჩენისთვის უფრო იბრძვიან, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებისთვის. თუ ბოლო დროინდელ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს დავეყრდნობით, ვერც ერთი პარტია, გარდა მმართველი “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატებისა” 7%-იან ბარიერს ვერ ლახავს.


“განცხადებები იმის თაობაზე, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ხმათა 10 და 15% აღების იმედი აქვს ეს უბრალოდ თავის მოტყუებაა. დღეს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის დიდ წარმატებად 7%-იანი ბარიერის გადალახვა ჩაითვლება,” – აცხადებს ოპოზიციური პარტია “სოციალისტების” ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი.


წინასაარჩევნოდ მეტ-ნაკლებად რამოდენიმე ბლოკი და პარტია აქტიურობს. მათ შორის: “მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები-ახლები,” “ედპ-ტრადიციონალისტები,” ასევე “ლეიბორისტები.” თუმცა მათ წინასაარჩევნო კამპანი პრექტიკულად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყეს.


ცალკე უნდა აღინიშნოს ახლად შექმილი მოძრაობა “თავისუფლება,” რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ წინა კვირას გამოჩნდა, როდესაც შვეიცარიიდან თბილისში 12 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია და ახლად შექმნილ პარტიას სათავეში ჩაუდგა. პარტია აქტიურ შეხვედრებს აწარმოებს ამომრჩეველთან.   


“ამ პარტიას რომ უფრო ადრე დაეწყო წინასაარჩევნო კამპანია ალბათ დღეისთვის უფრო გამოკვეთილი ლიდერი იქნებოდა ოპოზიციურ სპექტრში” – აცხადებს დავით უსუფაშვილმა.
 
ბოლო სამი დღეა, რაც აქტიური წინასაარჩევო კამპანია დაიწყეს საარჩევნო ბლოკმა “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლების” წარმომადგენლებმა, რომლებიც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ამომრჩევლებთან შესახვედრების შემდეგ ქვეყნსი აღმოსავლეთში გადაინაცვლეს. “მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერები ავტობუსით მგზავრობენ.


“ასე უფრო ხალისიანი და ყველანი ერთად ვართ. ჩვენი დაპირება ამომრჩევლისთვის და საქმიანობა საწარმოების ამუშავება და მათი დასაქმებაა. ამის გამოცდილება ჩვენ გავქვს” – აცხადებენ “ახლების” ლიდერი დავით გამყრელიძე.


აღსანიშნავია, რომ “ახლებმა” 2 ნოემბრის არჩევნებისთვის მზადება და წინასაარჩევნო კამპანია დაახლოებით 4-5 თვით ადრე დაიწყეს.


ასევე ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავენ სოციალისტური, “ედპ-ტრადიციონალისტური” და “ლეიბორისტული” პარტიები. მცირე სარეკლამო რგოლები გადის აღნიშნული პარტიების ტელევიზიის საშუალებითაც.


“იმის გამო, რომ ტელევიზიით სარეკლამო როგოლები საკამოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ფინანსების უქონლობის გამო ვერ ვახერხებთ სისტემატურად ამის გაკეთებას” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “სოციალისტური” პარტიის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
 
“ამ აჩევნებში აშკარად მცირე თანხებია მობილიზებული ვიანაიდან ის პიროვნებები, რომლებიც ტარადიციაულად აფინანსებენ ამ კამპანიებს სერიოზულად არ უყურებენ ახალ არჩევნებში სხვა პარტიების მონაწილეობას, გარდა სახელისუფლებო ბლოკისა” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


ის, რომ არ იგრძნობა წინასაარჩევნო დაძაბულობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმითაც ხსნიან, რომ 28 მარტსს არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ტარდება და არა მაჟორიტარული, სადაც უფრო შეიმჩნევა დაძაბულობა.

Back to top button