ახალი ამბები

ასლან აბაშიძე საპარლამენტო არჩევნებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 23 მარტს განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რეგიონისთვის.


„მნიშვნელოვანია, რომ აჭარა მონაწილეობს ამ არჩევნებში; თუმცა ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ავტონომიური რესპუბლიკისთვის. აჭარის მეთაურის არჩევნები კი ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.


ასლან აბაშიძე აჭარის მეთაურად 2001 წელს ხუთწლიანი ვადით აირჩიეს.

Back to top button