ახალი ამბები

აშშ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს დახმარებას აღმოუჩენს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა 23 მარტს ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც აშშ დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს მთავრობას სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების საქმეში.


ხელშეკრულების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები 2,475,000 დოლარს გამოუყოფს სამართალდამცავ სტრუქტურებს.


გათვალისწინებულია ასევე საქართველოს პოლიციის აკადემიის განვითარებისათვის დაფინანსების გამოყოფა. დახმარების ფარგლებში ასევე მოხდება საქართველოს მთავრობისთვის იურიდიული მრჩევლის დანიშვნა. 

Back to top button