ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აჭარას ესტუმრა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ესტუმრა, სადაც იგი აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართავს მოლაპარაკებებს.


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და აჭარის ლიდერი აჭარაში პრეზიდენტის წარმომადგენლების დანიშვნის საკითხს განიხილავენ.


პრეზიდენტმა თავისი ორი წარმომადგენელი ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე კონტროლის დაწესების მიზნით დანიშნა. დანიშვნას წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილსა და ასლან აბაშიძეს შორის 18 მარტს მიღწეული შეთანხმება.


თუმცა, პრეზიდენტის წარმომადგენლებს აქამდე არ მიეცათ საშუალება თავიანთი მოვალეობების შესრულებას შეუდგნენ აჭარაში.   

Back to top button