ახალი ამბები

თურქი პარლამენტარი აჭარის ლიდერს შეხვდა

თურქი დეპუტატი იასარ იაკისი 21 მარტს აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს.


თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიას“  ცნობით, იასარ იაკისმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის საქართველოს ცენტრალურ და რეგიონალურ ხელისუფლებას ნდობის აღდგენაში დაეხმაროს. 


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 მარტს მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას დახმარების შემოთავაზებისთვის აჭარის კრიზისის დაძლევის საქმეში. „კრიზისის დაწყებისთანავე თურქეთმა მზადყოფნა გამოხატა დახმარებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


თურქი დეპუტატი იასარ იაკისი, რომელიც თურქეთის მთავრობამ საქართველოშო ბოლოდროინდელი მოვლენების გაცნობის მიზნით გამოაგზავნა, პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას 20 მარტს თბილისში შეხვდა.

Back to top button