ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ასლან აბაშიძეს აფრთხილებს

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები აჭარაში, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტის გაკონტროლების მიზნით დანიშნა, კვლავ ვერ შეუდგნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.


„მე მითხრეს, რომ მას შემდეგ შევძლებ მუშაობის დაწყებას, რაც ასლან აბაშიძე თანხმობას განაცხადებს ჩემს დანიშვნაზე. ახლა აბაშიძესთან შეხვედრას ველოდები“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა საბაჟოზე დავით ახალაიამ ჟურნალისტებს.


ასლან აბაშიძემ 21 მარტს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლების დანიშვნა მოითხოვა ფოთის პორტში და ვალეს საბაჟოზე.


თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააფრთხილა აჭარის ხელისუფლება, რომ თუ მისი წარმომადგენლები ორი დღის ვადაში არ დაიწყებდნენ მუშაობას აჭარაში, იგი განაახლებდა ეკონომიკურ სანქციებს რეგიონის წინააღმდეგ.
 

Back to top button