
ახალი ამბები
საბაჟო დეპარტამენტის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 22 მარტს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ლევან ქისტაური თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან ქისტაურმა ვერ შეძლო თავისი მოვალეობების შესრულება, რადგანაც კორუფციის დონე დეპარტამენტში და კონტრაბანდის რაოდენობა საბაჟოზე კვლავ უცვლელია.
მისი განცხადებით, ქისტაურს გიორგი გოდაბრელიძე შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა ახალ უფროსს ორი თვის ვადა მისცა მდგომარეობის გამოსასწორებლად.