
ცსკ-ს თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალია
ცენტრალური საარჩვენო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, აჭარის რეგიონის გარეშე, წინასწარი რეგისტრაცია 69 ოლქის მონაცემებით, 19 ათასმა ადამიანმა გაიარა. აჭარის რეგიონში 6 ოლქის მონაცემებით 8 600 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.
საერთო მონაცემებში არ შევიდა ხელვაჩაურის ოლქის მონაცემები, რომლის თავმჯდომარეს დავით სალაფაძეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაზუსტი სიების წარდგენის გამო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ცსკო-ს წარმომადგენლების განცხადებით, აჭარაში ხდებოდა ამომრჩევლებზე ყალბი მოწმობების გაცემა, რაც ამომრჩევლის რაოდენობის გაზრდას და არჩევნების დღეს ე.წ. კარუსელის გამოყენებას შეუწყობდა ხელს.
ცსკო-მ ასევე არ დააკმაყოფილა აჭარაში ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის ვადის გადაწევის მოთხოვნა. აჭარაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, წინასწარი რეგისტრაციის ვადა 21 მარტს ამოიწურა.
ამჟამად არსებული მონაცემებით, ამორმჩეველთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 2მლნ 250 ათასია.