ახალი ამბები

სამართალდამცავებმა ხევსურეთში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს

შინაგანი საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დღეს დილით ხევსურეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მიტოვებული სახლის სხვენში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს, სადაც ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის საბრძოლო იარაღი, მათ შორის რეაქტიული საავიაციო ჭურვები.


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, სავარაუდოდ იარაღი გასულ წლებში საქართველოში მყოფმა ჩეჩენმა მებრძოლებმა შემოიტანეს.
 
“მათ მართალია შემოიტანეს ეს იარაღი, თუმცა გატანა ვეღარ შეძლეს. იარაღის აღმოჩენა პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ბარამიძემ.

Back to top button