
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც მან რუსეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა „აჭარის კრიზისში პოზიტიური როლისათვის“.
რუსეთის მედიის ცნობით, პუტინის წარმომადგენელმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მიესალმება რეგიონში დაძაბულობის მოხსნას პოლიტიკური გზით.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა, რომლის ერთ-ერთი სამხედრო ბაზაც აჭარაშია განლაგებული, „კარგი როლი ითამაშა კრიზისის მოგვარების საქმეში“.
სააკაშვილის თქმით, იგი პრეზიდენტ პუტინს ესაუბრა ტელეფონით, რის შემდეგაც რუს სამხედროებს უბრძანეს „არ გასულიყნვნენ სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან“ და არ ჩარეულიყვნენ კრიზისში.