ახალი ამბები

ბათუმში „კმარას“ აქტივისტი ცემეს

დღეს ბათუმში მოძრაობა „კმარას“ წევრი გიორგი ჩარკვიანი ცემეს, როდესაც იგი ქალაქში „კმარას“ პლაკატებს აკრავდა.


ინციდენტი, პრეზიდეტნ სააკაშვილსა და აჭარის მეთაურ აბაშიძეს შორის მიღწეული შეთანხმებიდან ორი დღის თავზე ხდება.


სააკაშვილმა აბაშიძისგან მიიღო პირობა, რომ ოპოზიციური მოძრაობები თავისუფლად იმოქმედებდნენ აჭარაში.

Back to top button