
ახალი ამბები
აჭარაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები დაინიშნენ
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები აჭარაში უკვე დაინიშნენ. დავით ახალაია სარფის საბაჟოზე, ვასილ სანოძე კი ბათუმის პორტში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები იქნებიან. ამის შესახებ დღეს უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის წარმომადგენელთა კომპეტენციაში შედის კონტროლი და ხელისუფლების ინფორმირება სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტის მიმდინარე საქმიანობის შესახებ. აჭარაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტის შექმნის შესახებ შეთანხმებას 18 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ პირისპირ შეხვედრის დროს მიაღწიეს.