We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სააკაშვილი ბრატისლავაში გაემგზავრა

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმში ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებების შემდეგ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.


საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ფართო ევრობა: ახალი დღის წესრიგი,“ რომელიც ძირითადად ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება.


ბრატისლავაში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰუფ სხეფერს შორის შეხვედრა.

Back to top button