
ახალი ამბები
ბათუმში მასმედიის წარმომადგენლების ერთი ნაწილი არ შეუშვეს
მასმედიის წარმომადგენელთა ერთ ნაწილს, რომელიც დღეს ბათუმში მიმავალ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ახლდა თან, სოფელ ციხისძირთან განლაგებულმა საჯარისო ნაწილმა გზა გადაუკეტა და ბათუმში ჩასვლის საშუალება არ მისცა.
მომხდარი ფაქტი თავად მიხეილ სააკაშვილმა გააპროტესტა და ჟურნალისტების ბათუმის ტერიტორიაზე შეშვება მოითხოვა. თუმცა, ჟურნალისტები და პრეზიდენტის მხარდამჭერი ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, კვლავ ვერ ახერხებს ბათუმში შესვლას.
საქართველოს პრეზიდნეტი ბათუმში ასლან აბაშიძესთან ცენტრსა და რეგიონს შორის დაძაბულობის შემსუბუქების თაობაზე აპირებს მოლაპარაკებების გამართვას.