
ახალი ამბები
სარკინიგზო მონაკვეთზე მორიგი დივერსიული აქტი მოხდა
თბილისში, ნავთლუღის სარკინიგზო მონაკვეთზე დღეს გამთენიისას აფეთქება მოხდა. რკინიგზის ამ მონაკვეთზე სატვირთო მატარებელი იდგა. აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ ცისტერნას, რომელიც იმ დროსთვის ცარიელი იყო.
უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, გამოყენებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ნახევარ საათში ჩააქრეს.
სპეციალისტები მომხდარ ფაქტს დივერსიის კვალიფიკაციას აძლევენ. სარკინიგზო მონაკვეთზე მცხეთის ტერიტორიაზე 16 მარტს ასევე მოხდა აფეთქება. სამართალდამცავებმა იმ დღესვე შეძლეს ეჭვმიტანილის დაკავება. ორივე ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.