ახალი ამბები

უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდების მიმართვა აჭარის მოსახლეობისადმი

თანამემამულენო,


ჩვენ, უცხოეთში მცხოვრები ქართველ სტუდენტობა და ახალგაზრდობა, მსოფლიო საზოგადოებრიობასთან ერთად მოწმენი გავხდით იმ უკიდურესად თავხედური და უპასუხისმგებლო საქციელისა რაც აჭარის  ხელისუფლებაში მოკალათებულმა კლანმა ჩაიდინა ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ. შექმნილ პირობებში საკუთარ მოვალეობად მიგვაჩნია მოგმართოთ თქვენ და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება სახელმწიფოსათვის ძირგამომთხრელ იმ მოქმედებათა მიმართ, რასაც ასლან აბაშიძე და მისი გარემოცვა აწარმოებს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის სიყალბე, რომელსაც ამ კლანის პროპაგანდისტული მანქანა ავრცელებს თქვენი მანიპულირების მიზნით.
 
თქვენ ამ დღეებში მოგიწოდებენ, რომ იარაღით ხელში აღუდგეთ საკუთარ პრეზიდენტს, მაგრამ არ გეუბნებიან იმას, რომ ამით მთელი მსოფლიოს წინაშე შეურაცხყოფილ იქნა ქართული სახელმწიფო და მოხდა დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ არა ვართ მზად ერთიანი ცივილიზებური სახელმწიფოს შექმნისათვის. თქვენ გეუბნებიან, რომ იცავთ სიმშვიდეს საკუთარ კუთხეში. სინამდვილეში  კი გიყენებენ უცხო ქვეყნის დასაყრდენად თქვენსავე სამშობლოს წინააღმდეგ.
 
თქვენ გარწმუნებენ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა თქვენი ინტერესების სადარაჯოზე დგას. ნუთუ შესაძლებელია, რომ უცხოელებმა, ვინც ათასობით  თქვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირეს აფხაზეთში, თქვენსავე თანამემამულეთაგან დაგიცვან?


თქვენ გეუბნებიან რომ ცხოვრობთ სტაბილურ კუთხეში.  მაგრამ იქ სადაც ყოველ წუთში შეუძლიათ შელახონ თქვენი უფლებები, აგიკრძალონ თავისუფლად საკუთარი აზრის გამოხატვა, და გაგისწორდნენ ფიზიკურად მხოლოდ იმის გამო, რომ მმართველი კლანის ინტერესები მოითხოვს ამას, გამეფებულია არა სტაბილურობა, არამედ სტაბილური განუკითხაობა.


თქვენ გარწმუნებენ რომ აჭარის მეთაური საქართველოს პრეზიდენტობას იმსახურებს. მაშინ როდესაც მისი მსგავსი მსოფლმხედველობის პიროვნებებს არცერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში არცკი დაესიზმრებათ არათუ ქვეყნის მეთაურობა, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებში რაიმე საპასუხისმგებლო პოსტის დაკავება.


დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ცდილობს თანამედროვე სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბებას, რათა შექმნას საფუძველი იმისა რომ ჩვენი ქვეყნის ყოველმა მოქალაქემ საკუთარ სამშობლოში იგრძნოს თავი, როგორც საზოგადოების თავისუფალმა და სრულუფლებიანმა წევრმა; და დღეს თუ არა ხვალ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, იგი აუცილებლად დაამყარებს კონტროლს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მაგრამ ამას სჭირდება თითოეული ჩვენთაგანის ძალისხმევა. ამდენად, მოგიწოდებთ რომ არ დაემორჩილოთ იმ უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივ კლანს, რომელსაც ჩაგდებული აქვს ძალაუფლება აჭარაში და უცხო ძალაზე დაყრდნობით ქართული სახელმწიფოს არჩამოყალიბების სიმბოლოდ იქცა. თითოეული თქვენთაგანი დღეს დგას არჩევანის წინაშე. ერთ მხარეს დგას საკუთარ ამბიციებს გამოკიდებული კლანი; მეორე მხარეს კი საქართველო, ჩვენი, ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების სამშობლო.
 
ჩვენ გვწამს თქვენი გონიერებისა და გვჯერა რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ.


პატივისცემით,


Sandro Ksovreli
The University of North Carolina
Chapel Hill, NC, USA


Levan Alpaidze
New School University
New York, NY, USA


Thea Maisuradze
Fletcher School of Law and Diplomacy
Tufts University
Medford, MA, USA


Zviad Eliziani
California State University
Hayward,CA, USA


Manana Gagua
Brookline Health Department
Boston, MA, USA


Giorgi Lebanidze
Columbia University
New York, NY, USA


Vasil Rukhadze
New York City University
New York, NY, USA


Koba Grdzelishvili
University of Minnesota
Minneapolis, MN, USA


Thea Gagnidze
The University of Leiden
Leiden, The Netherlands


David Bezhanishvili
Prometric, a Thomson Business
Baltimore, MD, USA 


Nino Chubinidze
School of Education, UMass at Amherst
Amherst, MA, USA


Kartlos Kankadze
State University of New York at Albany
Albany, NY, USA


Lali Kipshidze
University of Massachusetts at Amherst
Amherst, MA, USA


David Khatidze
Columbia University
New York, NY, USA


Onise Sharia
University of Texas at Austin
Austin, Texas, USA


Vazha Nadareishvili
RAND Graduate School
Santa Monica, CA, USA


Maia Beruchashvili
University of Nebraska-Lincoln,
Lincoln, NE, USA


David Meskhi
KPMG LLP
New York, NY, USA


Galina Amashukeli
TU Berlin, Germany


Anna Kalandadze
The American University
Washington, DC, USA


Zviad Ksovreli
The University of Iowa
Iowa City, IA, USA

Back to top button