ახალი ამბები

დაძაბულობა აჭარაში არჩევნებს ემუქრება







ცსკო-ს თავმჯდომარე ეჭვქვეშ აყენებს სამართლიანი
არჩევნების ჩატარებას აჭარაში, მაშინ როდესაც ბათუმის
ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიორებია გამოყვანილი.
ფოტო: გაზეთი “ბათუმელები”
აჭარაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, მაშინ როცა გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ბათუმში მოქმედებს კომენდანტის საათი, ჩაკეთილია საზღვრები და ქუჩაში შეიარაებული ჯგუფები პატრულირებენ, ეჭვქვეშ დგება 28 მარტს საპარლემნტო არჩევენბის ჩატარების საკითხი. 

“აჭარაში არსებული სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში, რეგიონის ამომრჩევლებს არ ექნებათ საშუალება თავისუფლად გამოხატონ არჩევანი 28 მარტის საპარალამენტო არჩევნებში. აჭარაში შეიარაღებული ჯგუფები დადიან, არსებობს ინფორმაცია დამკვირვებლებეზე თავდასხმების თაობაზეც” –განაცხადა 16 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ეუთო-ს გრძელვადიანმა დამკვირევბლებმა, რომლებიც აჭარაში წინასაარჩევნო სიტუაციის მიზნით  იმყოფებოდნენ, რეგიონი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის დაძაბვის გამო დატოვეს.

“მათ აჭარა უსაფრთხოების მიზნით დატოვეს და ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი უკან დაბრუნდებიან თუ არა” – განაცხადა ეუთო-ს არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის წარმომაგდგენელმა ლუჩია სკოტონმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას. 
 
აჭარაში საარჩვენო უბნებში ოპოზიციური პარტიების წევრების შევიწროვებაზე საუბრობენ და კონკრეტული მაგალითები მოჰყავთ აჭარაში მოქმედ გაერთიანებული ოპოზიციური პარტია “ჩვენი აჭარის” წარმომადგენლებს.

“განსაკუთრებით ზეწოლა ხდება ჩვენი პარტიის წარმომადგელებზე. ყოველდღიურად ხდება მათი დაშინება და მოთხოვნა საარჩევნო უბნების დატოვების შესახებ” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ჩვენი აჭარის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამაზ დიასამიძემ.


არჩევნების გადადებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით საუბარი არ არის. ამას ადასტურებს თავად ცსკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი.


აჭარაში არჩევნების ასეთ ვითარებაში ჩატარებას ან საერთოდ გადადებას უმართებულოდ მიიჩნევენ ხელისუფლების ოპონენტი პარტიები და აცხადებენ, რომ ახლა ყველაფერი ცენტრალურ და რეგიონის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.


“ის, რომ შეიძლება საქართველოს კიდევ ერთმა რეგიონმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და საარჩევნო სივრციდან გამოვიდეს ძალიან ცუდია. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ისევე როგორც აჭარის ხელმძღვანელობამ არ უნდა დაუშვან ის, რომ აჭარაში არჩევნები არ ჩატარდეს” – განუცხადეს “სივილ ჯორჯიას” სოციალისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა.


ანალოგიური პოლიზიცია გააჩნიათ ბლოკ მრეწველებს-ახალ მემარჯვენეებსაც. “აჭარის საქართველოს საარჩევნო სივრციდან გამოსვლა ეს ძალზედ ცუდი იქნება,” – აცხადებს “ახალი მემარჯვენეების” წევრმა დავით საგანელიძემ.


“აჭარაში არჩვენები არც არასდროს ჩატარებულა სამართლიანად და ამის მაგალითები მრავლად მოიძებნება. ახლა განსაკუთრებით წარმოუდგენელია დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებზე საუბარი, როცა ამომრჩეველს და თავად არჩევნებში მონაწილე პარტიებს თავისუფლად მოქმედების საშუალება არ ააქვთ” – განაცხადა ბლოკ “ედპ-ტრადიციონალისტების” წევრმა ირაკლი მელაშვილმა.


ოპოზიციური პარტიები არ გამორიცხავენ, რომ აჭარაში არჩევნები ფორმალურად ჩატარდეს და შემდგომ მოხდეს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით თუ გაუქმებულ ხმების საერთო რაოდენობის 10% არ აღემატება მაშინ მთელი ქვეყნის მაშტაბით არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება. თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის.
 
“ამის გაკეთება [აჭარის ხმათა გაუქმება] იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა ჯერ მთლიანად საქართველოში, შემდეგ კი აჭარაში, ცოტა რთული დასადგენია რა რაოდენობის ამომრჩევლემა მიიღო მონაწილეობა და აღემატება თუ არა საერთო რაოდენობის 10%. ასეთი რამ პოლიტიკური თვალსაზრისით მიუღებელია და მძიმე შედეგებს მოიტანს, ხოლო ფორმალურად ალბათ შესაძლებელი” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პარლამენტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის მოთხოვნის მიუხედავად აჭარიდან ამომრჩეველთა სრულყოფილი სიების გამოგზვანა ვერ მოხერხდა. დაუზუსტებელი სიების გადმოგზავნის გამო, სადაც მითითებული არ იყო თითოეული ამომრჩევლის საცხოვრებელი ადგილი და ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომრები,  ცსკო-ს თავმჯდომარემ გააპროტესტა და უარი განაცხადა ასეთი სიების მიღებაზე.
  
საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელბიც საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესებს აკვირდებიან, შექმნილ მდგომარებიდან გამოსავალს მხოლოდ ხელისუფლებასა და რეგიონის ხელმძღვანელობას შორის დიალოგის საფუძველზე ხედავენ.


მრავალი პოლიტიური მიმომხილველი ცენტრსა და რეგიონს შორის უაღრესად დაძაბულ ვითარებას სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.


აჭარაში არჩევნების ჩატარების შესახებ განცხადებას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს და 15 მარტს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ ხელისუფლებისათვის ახლა მთავარია აჭარაში ჩატარდეს არჩევნები, თუ რა მეთოდებით ჯერ-ჯერობით კვლავ გაურკვევლი რჩება, როდესაც აჭარის ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლების წინაშე დათმობაზე არ მიდის.

Back to top button