ახალი ამბები

აშშ აჭარაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 16 მარტს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალყურს აჭარაში მიმდინარე მოვლენებს.


„ჩვენ ორივე მხარესთან გვაქვს ურთიერთობა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და  ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ადამ ერელიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


„მინდა ავღნიშნო, რომ ცენტრალური ხელისუფლება პასუხისმგებელია 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებაზე, რისთვისაც ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია“, – დასძინა მან.

Back to top button