ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე აჭარის ლიდერს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 16 მარტს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი 17 მარტს ბათუმში ჩასვლას და აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან შეხვედრას გეგმავს.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმსა და თბილისს შორის არსებული კონფრონტაცია მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.


არსებული ინფორმაციით, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი, რომელიც ამჟამად ბათუმში იმყოფება, თბილისში ჩასვლას და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

Back to top button