
ბათუმელი სტუდენტების გათავისუფლებაში ბრალდებული გამომძიებლები გაათავისუფლეს
სასამართლომ 16 მარტს თავდებში გაათავისუფლა სამი გამომძიებელი, რომელთაც თანამდებობისადმი გულგრილობაში ედებოდათ ბრალი. ზაზა მესხს, მამუკა მდინარაძეს და გიორგი ძიძიგურს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამომძიებლებს ბრალი ედებოდათ თბილისში 24 თებერვალს იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებული ბათუმელი სტუდენტების გათავისუფლებაში. ბათუმელი სტუდენტები ლაშა ჩახვაძე და მერაბ მიქელაძე, რომლებიც ასევე „აღორძინების“ წევრებიც არიან, გამომძიებლებმა 27 თებერვალს ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მათ იმ დღესვე დატოვეს თბილისი და ბათუმში გაემგზავრნენ. დასაკითხად გამოცხადებაზე მათ შემდგომში უარი განაცხადეს.
ამის გამო გამომძიებლები დააკავეს და 9 მარტს სასამართლომ მათ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება.