
ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძესა და ასლან აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
“ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, გამოსავლის პოვნა შესაძლებელია, რადგანაც ასლან აბაშიძე მოლაპარაკებების გამართვაზე თანახმაა. ამ ეტაპზე საუბრის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა პირადად ჩავიდეს ბათუმში და პირისპირ შეხვდეს ასლან აბაშიძეს.
ნინო ბურჯანაძე ცოტა ხნის წინა დაბრუნდა ვენეციიდან, სადაც იგი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სხდომას დაესწრო.