ახალი ამბები

რუსეთი ნეიტრალურ პოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს

საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან 16 მარტს გამართული  შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია აჭარის პრობლემასთან დაკავშირებით ნეიტრალურია.


„ეს საქართველოს საშინაო საქმეა, თუმცა რუსეთი მეზობელი და მეგობრული ქვეყანაა და ამიტომ დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. დაძაბულობის ესკალაცია დესტაბილიზაციას გამოიწვევს მთელ რეგიონში“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.


რუსი დიპლომატის თქმით, ბათუმში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის წარმომადგენლებს ნაბრძანები აქვთ ბაზაზე დარჩნენ და ნეიტრალიტეტი შეინარჩუნონ.


მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი 16 მარტს ბათუმში ჩავიდა, რათა, როგორც თავად განაცხადა, თავის „მეგობარს და ძმას ასლან აბაშიძეს“ მხარი დაუჭიროს. 


 

Back to top button